დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ორ ეტაპად ჩატარდება
2013/01/28 17:55:40

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წელს გამოცდები ზოგადსაგანამათლებლო სკოლებში 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. მისი თქმით, კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევისა და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა მიიღებს

„2013 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით გაიმართება. იმ ოთხ სასწავლო დისციპლინაში, რომლებიც მოსწავლეებს დასრულებული აქვთ. ეს არის გეოგრაფია და საბუნებისმეტყველო დისციპლინები, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება“, – განმარტა გოგლიჩიძემ.

პირველ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს ვერ დაძლევენ, საშუალება ექნებათ, რომ სასკოლო გამოცდები მეორე ეტაპზე – მაისის თვეში ჩააბარონ. ამასთან გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს ექნებათ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად ვერ, ან არ ჩააბარა გამოცდები მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ მოსწავლეებს უფლება აქვთ პირველ ეტაპზე ყველა დამამთავრებელი 8 გამოცდა ჩააბარონ.

მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებას და გამოცდებზე რეგისტრაცია თავად სკოლებმა უნდა სკოლა უზრუნველყონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია