დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინც არ იცეკვებს ივანიშვილის „დაკრულზე“?
2013/01/24 13:49:57

"ბატონმა ივანიშვილმა ძალიან ცხადად, გარკვევით და მკაფიოდ თქვა, რომ ბატონი ალასანია დაისაჯა იმის გამო, რომ მან მასთან შეუთანხმებლად რაღაც გარკვეულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა დაიწყო საკუთარ პარტიაში.“– განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე.

უმციერსობაში მიიჩნევენ, რომ ივანიშვიმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თანაგუნდელებს ძალიან მკაფიოდ უჩვენა, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.

„შესაბამისად, ეს ძალიან ცხადად მიუთითებს რა კლიმატი, რა განწყობა და რა სულისკვეთება არის ივანიშვილის კოალიციაში, რომელიც ყველა თავის თანაგუნდელს ძალიან მკაფიოდ უჩვენებს, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. ჩვენ არ შეგვიძლია პროგნოზების კეთება, რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნამდვილად ძნელი სათქმელია. მისი გუშინდელი გამოსვლა, ნამდვილად არ ჰგავდა პოლიტიკოსის გამოსვლას, ეს უფრო რაღაც კლასიკური იყო, იტალიური ფილმებიდან მაფიის დონის გამოსვლას უფრო ჰგავდა", - განაცხადა გაბაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1363
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია