დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ქუთაისში ხვალ პოლიცია დაიცავს
2013/01/16 17:18:37

ხვალ ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იგეგმება. ზუგდიდში გამართულ მსგავს შეხვედრას გუშინ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ცვლილებების პროექტის განხილვაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ხოლო განხილვიდან გამოსულ უმცირესობის წარმომადგენლებს ზუგდიდელები აქციით დახვდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამჯერად, ქუთაისში დაგეგმილ განხილვას ხელისუფლება პოლიციის დაცვის ქვეშ გამართავს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ ხვალ ქუთაისში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ექსცესების გარეშე ჩაივლის.

„ეს არის ქალაქისა და ყველა ქუთაისელის ღირსების საქმე, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში მოხდეს განხილვა. სამართალდამცავებიც იქნებიან მობილიზებულები ექსცესების  თავიდან ასაცილებლად, თუმცა მინდა ვიმედოვნო, რომ რაიმე  გართულება არ მოხდება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია