დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბრიუსელში ჩავიდა და შეხვედრებს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს არ დახვდა ევროკავშირში საქართველოს ელჩი სალომე სამადაშვილი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ამ ფაქტს დიპლომატიური კაზუსი უწოდა.
„ინფორმაცია იმის თაობახე, რომ პრემიერ-მინისტრს არ დახვდა ქალბატონი ელჩი, ეს არის დიპლომატიური კაზუსი. ასეთი რამ დიდი ხანია, არ გამიგია. ამას შეიძლება ჰქონდეს სუბიექტური ან ობიექტიური მიზეზი, მაგრამ ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრს ელჩი არ დახვდა, არის ძალიან ცუდი,“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
მირიან ბერულავა