დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩამბნელებელი“ ბიუჯეტი პრეზიდენტისათვის
2012/11/06 14:17:39

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობას იწყებს. როგორც ირკვევა, ბიუჯეტში საგრძნობი რეკვესტრი განიცადა საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და ადმინისტრაციის ხარჯებმა. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება – 14 მილიონი ლარიდან 9 მილიონ ლარამდე.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გადაიხედა სამინისტროების ბიუჯეტები და შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს გუშინ წარედგინა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში შეუდგება.

საპრეზიდენტო ფონდისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ხერჯების შემცირებას პრეზიდენტის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა. მანანა მანჯგალაძის ოფიციალური ინფორმაციით, ხარჯების დაზოგვის მიზნით, გადაწყდა, რომ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო-განათება გამოირთოს.

„იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობას წარმოადგენს, გამოგვერთო.

ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ.”– აცხადებს მანჯგალაძე.

 

(ბ.ი.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია