დღეს ქუთაისში, პარლამენტის წინ, ტელეკომპანია „პიკ“-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვნდენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის აუდიტის მიერ შემოწმებას. ამ მოთხოვნით „პიკ“-ს თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს მიმართეს.
„ჩვენი გათიშვის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებელი ასახელებს იმას, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში გამოვთქვით პროტესტი და თუ ჩვენი გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რასთან გვაქვს საქმე?“ - აცხადებს „პიკ“-ის ჟურნალისტი ნანა პლიევა.
ჟურნალისტები მოითხოვენ, აუდიტის სამსახური, რაც შეიძლება, მოკლე ხანში შევიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და დადგინდეს, თუ სად წავიდა მათთვის განკუთვნილი თანხა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულენოვანმა ტელეკომპანიამ „პიკ“-მა საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა.
მირიან ბერულავა
(ფოტო ია ჩარკვიანის)