საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა
2018/08/14 20:00:56

 

მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა - ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის გაფართეობის შესახებ მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  განუცხადა. საუბარია დიაბეტის მეორე ფორმით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და მოხმარებად მედიკამენტებზე, ესენია: სიოფორი, დიაბეტონი, ამარილი.


პროექტი „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ -  საერთაშორისო და ადგილობრივი ფარმ მწარმოებელი კომპანიებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე,  ეგრეთ წოდებული კორპორატიული პასუხისმგებლობის დევიზით  ხორციელდება. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში აქტიურად ჩაბმულია„ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია“,რომლის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნული  ააიპ-ის - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“  -გამგეობის თავმჯდომარეცაა.  ირაკლი მარგველაშვილის  განცხადებით, პროგრამა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება.


„ მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის ყველაზე უფრო საჭირო და მოხმარებადი მედიკამენტები,  მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის.მათი ღირებულება ამ ეტაპზე საგრძნობლად  შემცირდა.    დავუშვათ, თუ  წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ამ ტიპის მედიკამენტებში ხარჯავდა 10 მილიონ ლარს, ამჟამად ეს თანხა შემცირდება 5 მილიონ ლარამდე, რაც დანახარჯების განახევრებას გამოიწვევს“ -განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. 


სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის  პარტნიორობის, მსგავსი სახის პროექტები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ განხორციელდა. მაგალითად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც დღემდე გრძელდება, ბეგილირებული ინტერფერონის წარმოების პროგრამა, რომელმაც გაცილებით შეამცირა ფასები და გაზარდა ხელმისაწვდომობა.


    „ პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ ხელმძღანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით,  ახალი ინიციატივა, დიდი სტიმულია ნებისმიერი საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გაატაროს არა მხოლოდ კომერციული ინტერესები, არამედ გაცილებით მეტი გააკეთოს მოსახლეობისათვის. ამ ერთობლივი პროექტებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაიზარდა ნდობის ფაქტორი სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის მიმართ.


სექტემბრიდან პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და გულსისხლძარღვთა  სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა    გაიზრდება როგორც პენსიონერებისა  და შშმ პირებისათვის, ასევე სხვა დანარჩენი მოსახლეობისათვის.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია