ნახევარ საათზე მეტია, რაც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პრესის სახლში ხანძარი გაჩნდა.
ამ შენობის მე–4 და მე–5 სართულებზე ძირითადად რედაქციების ოფისები და რამდენიმე სხვა ორგანიზაციაა განთავსებული.
როგორც თვითმხილველები. რადიო „ძველი ქალაქიდან“ და გაზეთ „პოსტსკრიპტუმიდან“ აცხადებენ, ცეცხლი მეხუთე სართულის ბოლო ოთახში ან სხვენის შესაბამის ნაწილში გაჩნდა, რადგან კვამლი სწორედ იქიდან მოდიოდა. სახანძროს წარმომადგენლები აქამდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. შენობა დაცლილია და ბოლო სართულები კვამლშია გახვეული.
ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
დამატებით ინფორმაციას მოგაწოდებთ.