დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ რეჟიმზე გადადის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2016/01/13 19:42:07

აერთაშორისო ბაზარზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი კატასტროფულად დაეცა, რასაც დაემატა ნედლეულის ჭარბი მარაგების წარმოქმნა და გაყიდვის კლება.


ამის გამო შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება-გადამუშავების პროცესი სპეციალურ რეჟიმზე გადაიყვანა, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 20 მაისამდე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი თანამშრომლები მიიღებენ სამუშაოს შესრულების გარეშე ფიქსირებული სატარიფო განაკვეთის 60%-ს. ასევე, მუშებს არ ეზღუდებათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება კომპანიის გარეთ. სამთოელებსა და მისი ოჯახის წევრებს შეუნარჩუნდებათ სადაზღვევო პაკეტი სრულად, მოქმედი დანამატი მრავალშვილიან ოჯახებს არ შეეზღუდებათ, მიმდინარეობს მოლაპარაკება სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ მომსახურე ბანკებთან, ასევე კომპანიიდან ავანსის სახით მიღებული ანაზღაურების დაქვითვა  დროებით შეჩერდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია