დღეს დილით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.
ამ დროისათვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების 94 % (3766 უბნიდან - 3542 საარჩევნო უბანი) დაითვალა. არსებული მონაცემებით წინასწარი შედეგები პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შემდეგნაირად გამოიყურება:
საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტები:
”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” - 55,08 %
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს” - 40,14 %
გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 2,04 %
”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 1,24 %