დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი არასამთავრობოების და მედიაორგანიზაციების განცხადება
2012/09/20 13:34:39

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  შეიკრიბნენ. მათ შეიმუშავეს განცხადების ტექსტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით.

"საქართველოში დაიწყო ბრძოლა ღირსებისა და ზნეობის გადასარჩენად, რომელიც საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან ეს შელახული სახელმწიფოებრივი იმიჯისა და სამართლიანობის აღდეგნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ვუერთდებით რა სამოქალაქო პროტესტს, ვიზირებთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს:

საგამოძიებო ორგანოების მიერ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი. გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში; უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო; გარდა ვიდეო-ფირებზე ასახულ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია, მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას; დადგეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი; ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე; მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე".

არასამთავრობო ორგანიზაციათა ამ განცხადებას  ქუთაისში 34-მა სამოქალაქო-საზოგადებრივმა, მედია-ორგანიზაციამ და უბრალო მოქალაქემ მოაწერა ხელი.

( ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია