დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს
2012/09/19 13:05:33

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით,  საგანგებო განხცადება გააკეთა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

როგორც მთავარმა პროკურორმა  მურთაზ ზოდელავამ  განაცხადა , სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართა პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძება, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან:  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლადნის ნერვე საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.

"ვლადიმერ ბედუკაძეს  - მორიგე ინსპექტორს - დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სსს კოდექსი 144-ე პრიმა "წამება" და 144 ტერცია - "დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა" მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია ათი საჯარო მოხელე. მე-11-ს წარედგინა ბრალი დაუსწრებლად" - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

(პ.ც.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია