საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის კარის აჭედვით იმუქრებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/19 14:49:11

ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში" მცხოვრები დევნილები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სასტუმროს მცხოვრებლების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში წყალი დაბალი წნევით მიეწოდებათ, რის გამოც შენობის ზემო სართულებში მცხოვრებლები წყალს  ხელით ეზიდებიან.


„ერთი კვირაა, ამ დღეში ვართ. არაერთხელ ვაცნობეთ სერვის-ცენტრს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსახლეობა წყალს ხელით ეზიდება. წყლის სისტემა ახალი გარემონტებულია, თუკი არ მოხდება შესაბამისი წნევით წყლის მოწოდება,  არსებული სისტემა გადაიწვება, რისი თავიდან შეკეთების საშუალება არ გვაქვს. წყალკანალში არ აინტერესებთ ჩვენი პრობლემები, მათი არანაირი დავალიანება არ გვაქვს. შენობის გამრიცხველიანება იგეგმება, თუკი წყალი ამ რაოდენობით მოგვეწოდება, გამოდის, რომ გადასახადს არარსებულ წყალში გადაგვახდევინებენ,“– განაცხადა სასტუმრო „თბილისის“ კომიტეტის წევრმა ვეფხია მიქაუტაძემ.

 

სასტუმროში ამ დროისთვის 320 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც დღეს არსებული პრობლემა სასტუმროს წინ გააპროტესტეს. მათი განცახდებით, თუკი პრობლემა უახლოეს დღეებში არ მოგვარდება, მაშინ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის კარს აჭედავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია