„ჩვენ მივმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას, რომლის თანახმადაც ვიწყებთ ღონისძიებათა ციკლს სახელწოდებით „დაიცავი საკუთარი ხმა!“ აქციები გაიმართება როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეიკრიბებიან ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებნი - ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. არჩევნების შემდეგ ჩვენ თითეულ ხმას დავიცვთ და 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ნებისმიერ შემთხვევაში, გავმართავთ აქციებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და პარლამენტში უმრავლესობით შედის ოპოზიცია,“ – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარემ ირაკლი ალფაიძემ.
მირიან ბერულავა