დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ცესკო-ს ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
2012/09/01 17:57:48

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადაცემაში „მთავარი კითხვა“ ცენტრალური საარჩევნო კოალიციის ლიდერმა კომისია მიკერძოებაში და საარჩევნო შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„...ცესკო-ს შენობა დაიხურება ბოლოს ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს, რასაც წინასწარ ოცნებობს სააკშვილი” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში საუბრისას. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და უკან დახევას არ აპირებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერის აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო უწოდა.

„პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.

სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან.  მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას“ - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია