დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს დღეები 2019
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პიარ-აქცია მოეწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/22 12:40:26

 

22 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პიარ-აქცია მოეწყო.

 

აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში თემატური მასალები დარიგდა და გამოიფინა. აქციაში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რადგან ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობა ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თემატური მასალების დარიგებით კი შევეცადეთ, სწორი ინფორმაცია მიგვეტანა თითოეულ ადამიანამდე.“ - აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძე.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

 

საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

   

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია