დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი მაუწყებელი 9 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს ტელედებატეში ეპატიჟება
2012/08/29 14:32:55

საზოგადოებრივი მაუწყებლის  გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორის ტელედებატები 9 სექტემბერს გაიმართება. შესაბამისად, მაუწყებელი მზადაა, დებატების მეთოდოლოგია პარტიებს ხვალიდანვე გააცნოს. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი  პოლიტიკური სუბიექტებისგან  პასუხს 5 სექტემბრის 18:00 საათამდე დაელოდება.
 
"წინასაარჩევნოდ მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე პარტიებს ტელედებატებისთვის ეთერს სთავაზობს. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მერვე პუნქტების საფუძველზე, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება აქვთ: "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", კოალიცია "ქართულ ოცნებას", "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" და "ლეიბორისტულ პარტიას". დებატების პირველი ეთერი 9 სექტემბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებელი სწორედ ამ პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს იწვევს. 18 სექტემბერს დაგეგმილ მეორე დებატზე კი მაუწყებელი ამავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს ეპატიჟება. დებატების წესები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერ არის შემუშავებული", - განაცხადა ჭანტურიამ. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1416
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია