დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი სიხარულიძემ საკრებულო დატოვა
2012/09/28 16:34:48

გუშინ ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სეზონი სპექტაკლით - „ბამბაზიის სამოთხე“ - უნდა გახსნილიყო. სპექტაკლი ჩაიშალა. როგორც თეატრის მსახიობებმა სხვადასხვა ტელეარხებზე განაცხადეს, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მსახიობები აპირებდნენ პოზიცია დაეფიქსირებინათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ციხეებში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

თეატრის დირექტორმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქუთაისის საკრებულოში ნაციონალების სიით მოხვდა, განვითარებული მოვლენების შემდეგ საკრებულო დატოვა. დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი სიხარულიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო მოთხოვნა, თეატრს დაეფიქსირებინა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია.

„ამ ადამიანებმა, ძალიან კორექტულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შემომთავაზეს დამეფიქსირებინა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რასაც მე ვემიჯნები და მოვდივარ ქალაქის საკრებულოდან. ვგმობ სისტემას, რომელიც ებრძვის ადამიანს და ვიზიარებ კოალიციის ლიდერის მოსაზრებას, წარმოთქმულს ზუგდიდში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით. ვურჩევ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივიდეთ არჩევნებამდე,“ - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია