დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვის „დაადგა ყელზე“ გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი?
2012/07/11 14:40:10

დღეს ქუთაისის მერიაში საკრებულოს მორიგი სხდომა იმართება. დილით სხდომაზე დასასწრებად მისული ჟურნალისტები მერიის შენობაში დაცვამ არ შეუშვა. როგორც ისინი აცხადებდნენ, დავალება ზემდგომიდან ჰქონდათ მიღებული. მოგვიანებით, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ჟურნალისტები საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდნენ, რომელმაც სხდომაზე ჟურნალისტების შეშვება გადაწყვიტა. ბოლო წუთის ინფორმაციით, სხდომაზე დაუშვეს ყველა ჟურნალისტი, გარდა გაზეთ „P.S.“-ის კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძისა.

მსგავს შემთხვევას რამდენიმე კვირის წინაც ჰქონდა ადგილი. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ  და აპარატის უფროსმა პირობა დადო, რომ ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდება. დღევანდელი ფაქტი კი უდავოდ მიანიშნებს, რომ დაპირების მიუხედავად, საკრებულოს მხრიდან აშკარად ხორციელდება გაზეთ „P.S.“-ის კონკრეტული ჟურნალისტის დევნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია