საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით უთმელიძე ნუცუბიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/19 23:58:52

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა  ნუცუბიძის ქუჩის ამომრჩეველთან გამართა.

დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დედაქალაქის განვითარების გეგმა გააცნო. ამასთან,  უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა  და მათ არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

 

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სკვერებთან და სპორტულ მოედნებთან დაკავშირებული პრობლემა სულ მალე აღმოიფხვრას. ამ საკითხების მოგვარება უკვე დაწყებული აქვს ადგილობრივ გამგეობას. რეკრეაციული ზონები  უფრო და უფრო მეტ ქუჩასა და უბანში ეწყობა. მალე თბილისი  სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“,  - განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია