დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობთ მამულის გულში შხამიანი ისრებივით გაყრილ მილებზე?
2012/09/24 12:09:14

მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს

ორი საუკუნის წინ დაწყებული სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, რომელიც თბური მანქანების შექმნამ გამოიწვია, ეყრდნობა კლასიკურ თერმოდინამიკას და კარნოს თეორიას, რომლის თანახმადაც, ადამიანს არ შეუძლია, გამოიყენოს გარემომცველი სამყაროს სითბური ენერგია, თუკი არ არსებობენ ჩვენი გარემომცველი სივრცის ტემპერატურასთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურის სხეულები. შესაბამისად, სასარგებლო ენერგიის მიღება საჭიროებს გარე წყაროს (მზეს), ან სხვადასხვა დაფარული ენერგიების აქტივაციას (საწვავის წვა, ატომის დაშლა და ა.შ.). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თეორიას თავიდანვე შეეწინააღმდეგნენ უდიდესი მეცნიერები (დარვინი, მაქსველი, ციოლკოვსკი და ა.შ.), მსოფლიო ენერგეტიკა დაადგა განვითარების ისეთ გზას, რომელმაც ბუნებრივი რესურსების უმოწყალო გაჩანაგებამდე და ეკოლოგიური კატასტროფის მოახლოებამდე მიგვიყვანა.

ენერგორესურსების გადანაწილებისათვის  ამჟამად მიმდინარე ფარული ომი არის რეალური საფუძველი საერთაშორისო პოლიტიკური დაძაბულობისა, ხოლო ჩვენი სახელმწიფო, რომელმაც გულუხვად დაუთმო საკუთარი ტერიტორია საერთაშორისო ენერგოდერეფნებს, არის არამარტო აქტიური ინსტრუმენტი მსოფლიოსათვის დამღუპველი შეჯიბრისა, არამედ - პოტენციური მსხვერპლიც ამ პროცესისა, ვინაიდან, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როდესაც ორგანული რესურსები ამოიწურება, დათმობილი ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ, ჩვენს შვილებს დარჩებათ ცარიელი მილები, რომლებშიც ბაყაყები იყიყინებენ. 

აღიქვამს რა ამ საშიშროებას, მეცნიერების პროგრესული ნაწილი ინტენსიურად იკვლევს თერმოდინამიკის მეორე კანონის სამართლიანობას. რამდენიმე წლის წინ ბელგიელი მეცნიერის, ილია პრიგოჟინის ნაშრომებს, რომლებშიც    დამაჯერებლადაა    უარყოფილი  ეს  კანონი,  ნობელის  პრემია მიენიჭა. მიუხედავად ამისა, ამან ვერ გამოიწვია ცვლილებები თანამედროვე ენერგეტიკაში. ეს იმიტომ, რომ მეორე კანონის უარყოფა არაა საკმარისი და შესაქმნელია ისეთი ტექნოლოგიები,  რომლებიც შესაძლებელს გახდიან, გარდავქმნათ გარემოს სითბო სასარგებლო ენერგიად, ყოველგვარი დამატებითი ენერგიის ხარჯვის გარეშე. ეს კი ფანტასტიკურად რთული ამოცანა გახლავთ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც, თეორიული კვლევების გზით, მე მივაგენი  ახალ ტექნოლოგიას,  მივმართე ხელისუფლების ორგანოებს, არცთუ დიდი ფინანსური დახმარება აღმოეჩინათ ახალი დანადგარის დასამზადებლად. საკითხი დიდხანს ატრიალეს და შემდეგ, პრივატულ საუბარში, ერთ-ერთმა საპატივცემულო მოხელემ  მეგობრულად მკითხა, ეს თუ ასეთი მაგარი რამეა, რატომ ამერიკელებმა არ გააკეთესო. რა უნდა მეთქვა, ის კაცი, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველებს დასცინოდა. ნაცვლად დახმარებისა, ჩემს ინსტიტუტს, რომელიც კერძო უნივერსიტეტებში ყოველთვის ყველაზე დიდი და პოპულარული იყო, პრობლემების შექმნა დაუწყეს. მოგვპარეს და ვეღარ იპოვეს მინისტრის დადებითი რეზოლუციით დადასტურებული წერილი იჯარის გაგრძელების შესახებ. რამაც გვაიძულა, გვეძებნა ახალი ტერიტორია. მივიღეთ უზარმაზარი ზარალი. მაშინ, როდესაც ერთი ხელით უზარმაზარ სამეცნიერო პრობლემას ვეჭიდებოდით, მეორე ხელით ფიზიკური არსებობის საკითხი გაგვიხდა დასაცავი.

2008 წელს, როდესაც გამოვეცი მონოგრაფია თერმოდინამიკის „მეორე კანონი - პარადოქსი და რეალობა“, წიგნი გადავეცი როგორც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, ასევე - ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს; განვაცხადე, რომ შემეძლო, ქუთაისში შემექმნა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგეტიკის მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითი ცენტრი და ვთხოვე, დაეყენებინათ დაფინანსების საკითხი ასეთი ცენტრის შესაქმნელად. ნაცვლად დახმარებისა, 2008 წელს ჩემგან „წაიღეს“ ის ტერიტორია, რომელიც შეძენილი გვქონდა აუქციონზე, იჯარით აღებული ფართის მიმდებარე ტერიტორიაზე და, რომელსაც, ვეღარ ვიყენებდით საიჯარო ფართიდან უკანონოდ გამოძევების გამო.

არაერთხელ განვაცხადე, რომ, ჩემი კვლევის შედეგების გამოქვეყნებით, საქართველო კარგავდა შანსს - ყოფილიყო მონოპოლისტი ახალი ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ჩვენი ხელისუფლება ვერ ამჩნევდა ვერც ჩვენს ახალ საერთაშორისო ჟურნალს, რომლის თორმეტი ნომერი გამოვეცით, ვერც საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც, ამ საკითხებზე, შიშველი ხელების ამარა ჩავატარეთ.

ერთადერთი, რაც დამრჩენოდა, ის იყო, რომ მე ვაქვეყნებდი ახალ შედეგებს, ვწერდი მონოგრაფიებს, რომლებშიც ნაჩვენები იყო კარნოს თეორიის კაცობრიობისათვის სავალალო შეცდომა; ჩამოვაყალიბე თერმოდინამიკის მეორე კანონის ახალი ფორმულირება და გარემოდან ენერგიის მიღების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ამსხვრევენ გაბატონებულ თეორიულ შეხედულებებს. იმავდროულად, მე ავხსენი ის პრინციპები, რომლის საფუძველზეც, გენიალურმა ავსტრიელმა ინჟინერ-კონსტრუქტორმა ვიქტორ შაუბერგერმა, დიდი რეიხის  მმართველობის პერიოდში, შექმნა და გამოსცადა გარემოს ენერგიის გამოყენების საფუძველზე მომუშავე, მფრინავი თეფშის მაგვარი პირველი გრიგალური საფრენი აპარატები (ეს აპარატები ომის დასრულებისას ააფეთქეს, მათი ნარჩენები ინახება ავსტრიაში, შაუბერგერის მუზეუმში,  ხოლო მათი მუშაობის საფუძვლები, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, საიდუმლოებით დარჩა მოცული).

ჩემი ძირითადი სამეცნიერო შედეგები დაეგზავნა მსოფლიოს ყველა წამყვან სამეცნიერო ცენტრს და უნივერსიტეტს. როდესაც 2010 წელს ჩემი მიღწევები, რეცენზირებისათვის, გავუგზავნე  მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლის წამყვან მეცნიერებს, რომელთა შორისაც მე ვმუშაობდი და დავიცავი სადისერტაციო ნაშრომები, პასუხად გაღიზიანება და დუმილი მივიღე. აშკარად, მათთვის ძნელი იყო, უარი ეთქვათ საკუთარ მეცნიერულ რწმენაზე და კვლევის ტრადიციულ მეთოდებზე. მაგრამ შემეცნების განვითარება არასოდეს შეჩერებულა იმის გამო, რომ სიახლე არ ესმოდათ მოძველებული თეორიული სტერეოტიპების ჩარჩოებში დატყვევებულებს.

და, აი, 2012 წლის 2 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა ხმამაღალი განცხადება, რომელიც უმალვე მოედო ინტერნეტს და სხვა საინფორმაციო საშუალებებს:       „Россия должна готовиться к возможной энергетической революции, в результате которой потребность в нефти и газе может заметно снизиться. Вообще надо помнить о том, что каждые 50-70 лет в мире происходит энергетическая революция и еще неизвестно, где через соответствующий период времени, мы окажемся с нашими углеводородами, будем ли мы кому-то интересны. Надо работать.“ ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ენერგეტიკის განვითარებაში იწყება ახალი ერა.

სრულიადაც არ მსურს, განვაცხადო, რომ მე გახლავართ ერთადერთი და მთავარი მიზეზი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადებისა. არცერთი სერიოზული მოღვაწე, სუფთა თეორიულ კვლევებზე დაყრდნობით, ასეთ განცხადებას არ აკეთებს. მე, სამ წელიწადში გამოქვეყნებული სამი მონოგრაფიით და ათეულობით პუბლიკაციით, გახლავართ ამ დარგის, ალბათ, ყველაზე აქტიური და პროდუქტიული თეორიული მკვლევარი, რომელმაც მთლიანად გამოაცალა საფუძველი კარნოს კლასიკურ თეორიას და თეორიულად დაასაბუთა  ახალი, საპირისპირო მიმართულების პერსპექტიულობა. სამწუხაროდ, კალმისა და ცარიელი ფურცლის პატრონი, ამაზე შორს ვერ წავიდა და ვერ შექმნა რეალური მანქანები. ამასთან ერთად, ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ მკვლევარები, რომლებმაც, ჩემგან განსხვავებით, გადალახეს საკუთარ ქვეყანაში ბიუროკრატიული ბარიერები, მოიპოვეს სახსრები და შეძლეს, წაწეულიყვნენ წინ პრაქტიკული მიმართულებით. სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი რუსეთის ლიდერის განცხადებისა.

ვითარე რომ უფრო გასაგე გადეს, მე მინდა გაცნოოთ ის მოვლენე, რომელთა უშუალო მონაწილეც თვითონ გალავართ.

ალბათ, გახსოვთ რომ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, თითქოს, საწვავში წყლის შერევით მიიღება საწვავი, რომელიც გაცილებით ეფექტურია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ბარნაულში, გრიგალურ დანადგარებზე მიღებული პირველი სენსაციური შედეგები. მაშინ ამას სერიოზული ყურადღება არ მოჰყოლია. მაგრამ მუშაობა გრიგალურ ტექნოლოგიებზე წარიმართა არნახული ინტენსივობით.

მიმდინარე წლის დასაწყისში მე, პირადად, დამიკავშირდნენ გერმანელი ბიზნესმენი ვოლფგანგ გესენი და მისი სამეცნიერო ჯგუფის წევრები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემს პუბლიკაციებში მოცემული შედეგებით. მათ მთხოვეს, გამეგზავნა მათთვის სხვა პუბლიკაციები და, იმავდროულად, გავცნობოდი იმ ფანტასტიკურ შედეგებს, რომლებიც მათ მიერ მოცემულია ინტერნეტში (www.egm-international.com, www.egm-world.com). გერმანელ მეცნიერთა ეს ჯგუფი, რომელმაც  ინვესტორებისაგან  მიიღო ასეულობით მილიონი ევრო, იტყობინება, რომ დუბაიში, მათ მიერ შემნილ დანადგარებზე, საწვავისა და წყლის შერევის შედეგად, წყალი ხდება ენერგიის წყარო, რაც არ ჯდება არსებული თერმოდინამიკის ფარგლებში. ეს ინფორმაცია, პირადად ჩემთვის, უდიდესი სიხარულის საფუძველი იყო. ადგილი ჰქონდა გარემოდან (წყლიდან) ენერგიის გენერაციას და მეორე კანონის რღვევას. ამავე დროს,  მე მოვუწოდე   მათ,   არ   გაჩერებულიყვნენ   მიღწეულზე  და  მთლიანად  ამოეღოთ ხმარებიდან საწვავი, რადგან,  თუკი გარემო შეიძლება იყოს წყარო ენერგიისა, მაშინ შეგვიძლია საწვავის მთლიანად  უგულებელყოფაც.

არ ვიცი, რამდენად შედის ეს არაბული ქვეყნების ინტერესებში. შესაძლოა, ასეთი  მიდგომით, გარკვეულად, კიდევაც გავაღიზიანე გერმანელ კოლეგათა ნაწილი, მაგრამ, ჩემი დაჟინებული მიმოწერის  შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში,  გერმანელმა კოლეგებმა ინტერნეტში დადეს სრულიად სენსაციური განცხადება. ვებ-გვერდზე http://www.alpenparlament.tv/playlist/570-freie-energie-aus-der-feinstofflichkeit  შეგიძლიათ იხილოთ ფილმი, სადაც პროფესორი კლაუს ვოლკამერი, გერმანიიდან, გვამცნობს, რომ მათ მიერ შემუშავებულია ტექნოლოგია,  რომელიც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საწვავის წვის გარეშე, გარდაქმნან გარემოს ენერგია ელექტროენერგიად.  ტექნოლოგიის საფუძველია ქიმიური რეაქცია გრიგალურ დანადგარში ნახშირორჟანგსა და წყალს შორის, რომელიც მიმდინარეობს გარემოდან ენერგიის შთანთქმით და, რის შედეგადაც, მიიღება ახალი ნახშირწყალბადი და თავისუფალი ჟანგბადი.

ამის პარალელურად, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ირანელი ფიზიკოსის მეჰრედ კეშეს სენსაციურ მიღწევებზეც, რომელიც იგივე შედეგებს ახორციელებს პლაზმური ტექნილოგიებით (იხილეთ უახლესი მასალები მისამართებზე www.keshefoundation.com or www.keshefoundation.org).

სწორედ მსგავსი პრაქტიკული მიღწევების ინტენსიური გავრცელების შემდეგ გაკეთდა რუსეთის პრემიერმინისტრის განცხადებაც, რაც დასტურია    იმისა,    რომ    მსოფლიოს    წამყვანი   სახელმწიფოები   ინტენსიურად ამუშავებენ ენერგიის მიღების რევოლუციურად ახალ ტექნოლოგიებს.

გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, შემექმნა რეალური მანქანები და  დამეწინაურებინა ჩემი ქვეყანა ახალი ენერგომანქანების ინდუსტრიაში, რითაც იგი მომავალში უდიდესი შემოსავლების  მფლობელი გახდებოდა. მაგრამ მიხარია, რომ ვარ აქტიური მონაწილე კაცობრიობის სასიკეთოდ მიმართული საერთო პროცესისა. ახალ ტექნოლოგიებზე მომუშავე გერმანელ მეცნიერთა მიწვევით, ვარ მათი სამეცნიერო საბჭოს წევრი. ჩემი თეორიული მოღვაწეობის შედეგები არ დაკარგულა და ისინი დაფასებულია. სულ ახლახან, გერმანულმა გამომცემლობამ საარბრუკენში გამოსცა ჩემი ახალი მონოგრაფია „არაწონასწორული თერმოდინამიკა - როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი სითბო“.

 

ჩემო ვირფასო თანამომეე!

 

ის გარემოება, რომ, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი ფორმალური სტანდარტებით, განათლების სფეროში ბატონდებიან ფინანსურად ძლიერი და პოლიტიზირებული კლანები, რასაც ბევრი სასწავლო თუ სამეცნიერო ცენტრის დანგრევა და  უმაღლესი რანგის არაერთი მეცნიერის ბედის ანაბარად  მიტოვება   მოჰყვა, არის უდიდესი შეცდომა  და იქნებ დანაშაულიც.

ამასთან ერთად, გაცილეით დიდი შეცდომა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი ქვეანა არის მთავარი პოლიგონი თანამედროვე მსოფლიოსათვის მეტად საშიში ენერგეტიკული მარათონისა. დროა, გამოვფიზლდეთ და ვიფიქროთ, რას იზამენ ჩვენი შვილეი, როცა ველა მილი, რომელიც ჩვენი მამულის გულში ამიანი ისარივითაა გარილი, დაცარიელდე. ჩვენზე გაცილეით მდიდარი ქვენე ამაზე უკვე ფიქროენ.

შენ რას ფიქრობ სკამებისათვის ბრძოლით გაბრუებულო, ჩემო გატანჯულო ქვეყანავ?

 

ამირან აფციაური,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია