საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/02 12:43:40

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის საგაზაფხულო გაწვევის შედეგები ცნობილია.


2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულია 2582  წვევამდელი, რითაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის (782), თავდაცვის (600) და შინაგან საქმეთა სამინისტროების (1200) მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნული მონაცემები საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა  გააცნო.

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევას კოორდინირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, წვევამდელთა წინსწრებით  ჩარიცხვებისა და გაწვევის პროცესი წარმატებით განხორციელდა, რასაც საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა  მუშაობამ შეუწყო ხელი.

 

ამ დროისათვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა უკვე დასრულებულია, საშემოდგომო გაწვევისთვის მზადება კი ივლისის ბოლოს დაიწყება.


წვევამდელების გაწვევა განხორციელდება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეიქმნა.


სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია