დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შემოწირულობები პარტიების ანგარიშზე
2012/06/25 13:08:05

კონტროლის პალატამ პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 

 

2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისის პერიოდში პარტიების ანგარიშზე შემოწირულობების სახით სხვადასხვა რაოდენობის თანხა დაირიცხა.

როგორც აღმოჩნდა, პირველ და მეორე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ინაწილებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  შემოწირულობების საერთი ჯამი 19 ივნისისათვის 1 768 492 ლარს შეაგდენს, ხოლო „ქართული ოცნებისა“ -       492 917.00 ლარს.

აღნიშნული თანხები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ არის შეწირული პარტიებისათვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, რომელიც 60-60 ათას ლარს შეადგენს, რამდენიმე პიროვნებამ გაიღო. თანხის ოდენობასთან ერთად კონტროლის პალატამ მათი სახელები და გვარებიც გამოაქვეყნა. ესენია:  ამირან ქორთიაშვილი, ჯამბულატ ჯაყელი, მიხეილ ესიაშვილი, იზაბელა გუტიძე, ნიკოლოზ ღონიაშვილი და სხვები“.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ შემოწირულობებს, კონტროლის პალატის მონაცემებით, მათთან, უკანონო შემოწირულობების სახით, 65 000.00 ლარი დაფიქსირდა, რაც შემომწირველს უკანვე დაუბრუნდა. მსგავსი ფაქტი სხვა პარტიების მონაცემებში არ აღინიშნება.

გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ შემოწირულობის არაფულადი მაჩვენებელი 12 500.00 ლარის ოდენობითაა მოცემული.

რაც შეეხება სხვა პარტიებისთვის შემოწირულ თანხებს, მონაცემები ასე გადანაწილდა: ახალი მემარჯვენეები -116 451.50 ლარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 12 660.00 ლარი, ქრისტიან-დემოკრატები - 50 000.00 ლარი, ეროვნული ფორუმი - 171 249.15 ლარი, თავისუფალი საქართველო - 216 819.00 ლარი, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო - 54 526.10 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 147 456.60 ლარი.

უკანონო შემოწირულობების ფაქტები დანარჩენ პარტიებთან არ დაუფიქსირებიათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია