დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
2012/06/18 13:23:59

18-22 ივნისს ევროპაში ტარდება მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული. ორგანიზატორები არიან ევროკომისიის დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.

კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და, ამ მიზნით, შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი.

საქართველოში ამ ღონისძიებების ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს, როდესაც            „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ თანამოაზრეებთან ერთად გახდა ენერგეტიკული დღის ჩატარების ინიციატორი. მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოში აღნიშნება მდგრადი ენერგეტიკის დღეები.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების, მხარდამჭერია თბილისის მერია და ჰიპერმარკეტი „გუდვილი“.

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია