დაუზუსტებელი ინფორმაციით, მშენებარე პარლამენტში ერთ-ერთი ფლიგელის ჭერი ჩამოინგრა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ნგრევას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა ბოლო წუთში ოფიციალური პირები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არიან მხოლოდ დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით კი, დაიღუპა ერთი კაცი. შემთხვევა საკანცელარიო შენობაში მოხდა, სადაც ბეტონის დასხმა მიმდინარეობდა, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოინგრა ხარაჩო.
ამ წუთისთვის საპატრულო პოლიციამ პარლამენტთან მისასვლელი გზები გადაკეტა და იქ ჟურნალისტებსაც არ უშვებენ. ზუსტ კომენტარს მომხდარის შესახებ, ჯერჯრობით, არავინ აკეთებს.