საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პარტია “ლელოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/25 19:50:04

 

 პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისს  პოლიტიკური ცენტრის სტატუსის  დაბრუნებას ჰპირდება.

 

აღნიშნული განცხადება მამუკა ხაზარაძემ  ქუთაისში, რეგიონალური ოფისის გახსნაზე გააკეთა. ხაზარაძის  განცხადებით, ქუთაისი არის ქალაქი, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში თბილისს სიცოცხლე დაუბრუნა,  ახლა კი მიტოვებულია.

 

მისივე თქმით, 2020 წელი  ქუთაისისთვის არის შანსი, რომ ქალაქმა თავისი  რეალური ფუნქცია  დაიბრუნოს. 


"ეს არის ის ქალაქი, რომელმაც გამოაცოცხლა თბილისი და ახლა ის მიტოვებულია. ამიტომ, ვპირდებით ყველას, რომ ჩვენ დავუბრუნებთ ქუთაისს იმ საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, ფინანსურ, ტურისტულ და ლოჯისტიკურ დატვირთვას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. ქუთაისი უნდა გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, როგორიც ის ყოველთვის იყო. ყველა ქუთაისელს, ყველა იმერელს უნდა მივაწვდინოთ ხმა, რადგან ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლის შეცვლის შანსი არის სწორედ 2020 წელი. ჩვენ წლებია ვიმყოფებით ნიჰილიზმის ჭაობში და ამ მენტალური ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


შეგახსენებთ, ეს არის მეორე ოფისი, რომელიც პარტიამ რეგიონებში გახსნა. პარტიის წევრებმა  საარჩევნო მარათონი  რეგიონებისთვის  საკუთარი ხედვებისა და პრიორიტეტების გაცნობით დაიწყებს. ლიდერთა თქმით,  ისინი პარტიის 12 წარმომადგენელს ყველა ქალქსა და სოფელში ეტაპობრივად დაასახელებენ.  რაც  შეხება „ლელოს“ ქუთაისის ორგანიზაციას, მას   მამუკა მამალაძე უხელმძღვანელებს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია