დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ გაიზარდა?
2012/06/04 12:41:25

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თემურ ცაგარეიშვილის განცხადებით, ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი ცხრა მილიონი ლარით გაიზარდა.

 

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას 40 ათასი ლარი დაემატება, გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-პატრონობის პროგრამას - 1550 ათასი ლარი, ღვარსადენების ექსპლუატაციისა და მოწყობა რეაბილიტაციის პროგრამას - 1500 ათასი ლარი, გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროგრამას - 400 ათასი ლარი, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობას - 500 ათასი ლარი, ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურს - 5 ათასი ლარი, ქუთაისის მერიის საბინაო ინტერიერის განვითარების სამსახურს - 5 ათასი ლარი, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს 110 ათასი ლარი.

ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ გაიზარდა და მმართველი პარტია 9 მილიონ ლარს პიარკამპანიაში დახარჯავს. 

„ეს არის გასული წლის პროგრამებიდან დაზოგილი თანხა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის უნდა დახარჯულიყო. 2012 წლისთვის გზების მშენებლობისთვის, დაახლოებით ათი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი,  თუმცა გზების რეაბილიტაციისათვის სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. ანუ, შესაბამისად, რომ უნდა გაკეთებულიყო ასი გზა, გაკეთდება ოცდაათი. ასფალტს იმ ქუჩაზე აგებენ, სადაც უბნის მაჟორიტარი და ესა თუ ის მაღალჩინოსანი ცხოვრობს.  ჩანჩიბაძის ქუჩა არის საშინელ მდგომარეობაში, ისეთი გზა სხვა ქუჩაზე არ არსებობს. მოსახლეობამ მერიაში განცხადება შემოიტანა, ათასი მეტრიდან მხოლოდ შვიდას მეტრს აკეთებენ. სამას მეტრზე ასფალტს იმ მოტივით არ აგებენ, რომ იქ არის ცოტა ამომრჩეველი.  მე ვითხოვ, რომ პრიორიტეტების შერჩევა მოხდეს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა გითხრათ, რომ პრიორიტეტებს იმის მიხედვით არჩევენ, სად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას და სად უფრო მეტ ხმებს მიიღებენ. ეს არის უსამართლობა. მეორე, რვაასი ათასი ლარი როცა არის გამწვანებაზე გამოყოფილი ჯერ არავინ იცის, რა პროექტით უნდა მოხდეს ქალაქის გამწვანება. მესამე, ხუთასი ათასი ლარი, რომელიც სპორტული მოედნებისთვის არის გამოყოფილი, უმჯობესია, სოციალურ პროგრამებში დაეხარჯათ. რა თქმა უნდა, კარგია სპორტული მოედნები, მაგრამ, როდესაც ასეთი მძიმე სოციალური ფონი გვაქვს, არ შეიძლება, რომ ნახევარი მილიონი სპორტული მოედნების მშენებლობისთვის დაიხარჯოს,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია