დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შერიგების დღე სპეცსამსახურების ტერორის ქვეშ
2012/05/21 10:55:08

12 მაისს საქართველოს პარლამენტთან პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ მიერ ორგანიზებული დევნილთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 12 მაისი ქართველი და ოსი, და ქართველი და აფხაზი ხალხების შერიგების დღედ გამოაცხადეს. აქციის მონაწილეებს სცენაზე დამონტაჟებული ეკრანიდან მიმართა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მინდია გულუამაც.

 

 

 

შეკრების მონაწილეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც შეძლეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზა გაათავისუფლა და მოძრაობა აღადგინა. პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ცოცხალი ჯაჭვი შეამოარტყეს.

პარლამენტის წინ, შეკრებაზე, შეიქმნა დევნილთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაფუძნდა აქციის მონაწილეთა თანხმობით. მონაწილეებმა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თხოვნით, თანხმობა ხელის აწევით დაადასტურეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზმესმენმა მინდია გულუამ ინტერნეტკონფერენციის მეშვეობით აქციის მონაწილეებს განუცხადა, ის ფონდში 25 მილიონ დოლარს ჩარიცხავს და ეს თანხა მოხმარდება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. მან ფონდში წვლილის შეტანისა და დევნილების დახმარებისკენ ასევე ქართველ მილიარდერს და მეცენატს, ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც მოუწოდა.

პარტიის ლიდერები სამართალდამცავი სტრუქტურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. შეკრება უნდა ჩატარებულიყო თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად, თუმცა, „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონებში შეკრების ორგანიზება პოლიციისა და სპეცსამსახურების ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა.

აქციაზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი საპატრულო პოლიციამ ახსნა-განმარტებების გარეშე წაიყვანა. აქციის მსვლელობისას ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიციის კორდონთან მივიდა და პოლიციელებს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები, ან ისიც  დაიჭირონ მათთან ერთად. „...მათი ოჯახების წინაშე პასუხისმგებელი მე ვარ და მათ არაფერი დაუშავებიათ!“ - განცხადა სოსო გიორგაძემ.

როგორც აქციის დასასრულს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო  იმ ხუთი ახალგაზრდის ადგილსამყოფელი, რომლებიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია