საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელს ძეგლს უდგამენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/29 17:17:15

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გაპონოვის ქუჩის დასაწყისში ებრაელი ლექსიკოგრაფის ბორის გაპონოვის ძეგლი დაიდგმება. ძეგლის გახსნა  3 ნოემბერს მოხდება.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენელებმა განაცხადეს.


იმერეთის ვიცე–გუბერნატორის, ალექსანდრე იოსებაშვილის განცხადებით, ძეგლის ადგილსამყოფელი ქალაქის საზოგადოებასთან შეათანხმეს.


ძეგლის ავტორი ქუთაისელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა. ბრინჯაოს ძეგლს წარწერა ქართულ, ინგლისურ და ივრითულ ენებზე ექნება.    


მოქანდაკის განცახდენით, ძეგლზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. მისივე თქმით, ქანდაკებას ვეფხისტყაოსნით ხელდამშვენებული 25 წლის გაპონოვის სახე ექნება.


1969 წელს ისრაელში გამოქვეყნდა გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული და ზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. იგი მაშინვე აღიარეს, როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. 1970 წელს ბორის გაპონოვს ამ თარგმანისთვის მიენიჭა . ჩერნიხოვის პრემია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია