დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ინგლისური ენის კონკურსი მოსწავლეებისათვის
2012/05/14 12:22:26

11 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ინგლისური ენის კონკურსის ფინალური ეტაპი შედგა, რაც ქუთაისის სკოლებში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.

 

პროექტს სახელწოდებით „Design My Future“- ინგლისური ენის კონკურსის სახე აქვს, ეს ყოველივე ეხმაურება 2012 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციას და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ოლიმპიური და პარაოლიმპიური ფასეულობების დამკვიდრებას. შეჯიბრში ერთვებოდნენ 12-16 წლის ახალგაზრდები.

„ეს პროექტი უკვე განხორციელდა საქართველოს რეგიონებში, იყო გორში, თელავში. ეს გახლავთ ინგლისური ენის კონკურსი. პროექტის ფარგლებში ქუთაისელ მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, შეექმნათ პროექტები ოლიმპიური ფასეულობების ირგვლივ,“ - განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოში ზაზა ფურცელაძემ.

ფინალურ კონკურსში ქუთაისიდან ხუთი სკოლა მონაწილეობდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია