დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ოქრუაშვილი, შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ
2013/01/11 10:16:03

ირაკლი ოქრუაშვილი შეიძლება დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.

ორი დღის წინ კი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზე, ასევე, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული, მისი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ირაკლი ოქრუაშვილი, მასთან მიმართებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განხილვის გამო პატიმრობაში დატოვეს.
ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, რომ არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობის ერთ-ერთ მოტივს, რომლის საფუძველზე ოქრუაშვილისა და გიგუაშვილის მიმალვის საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდნენ, არ არსებობს. როგორც მოსამართლემ განაცხადა, პროკურატურამ ერთხელ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი და გიგუაშვილი პატიმრობაში სწორედ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე, პატიმრობაში უნდა დარჩნენ. მოსამართლის თქმით, ამ მოტივს ვერ გაითვალისწინებს, თუმცა ითვალისწინებს მეორე მოტივს, რომ ოქრუაშვილი და გიგუაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას ვეღარ მოახდენენ, რადგან მოწმეთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია.

სასამართლოზე ოქრუაშვილთან და გიგუაშვილთან ერთად ბრალდებული სხვა პირების ადვოკატებმაც 

დააყენეს შუამდგომლობა გირაოს შესახებ. კერძოდ, ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, რომელიც ოქრუაშვილთან ერთად ხვიჩა საბაშვილს, გიორგი გაბროშვილს, თამაზ ბეგიაშვილსა და გაბრიელ პავლიაშვილს იცავს, განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეთა ძირითადი ნაწილი დაკითხულია, აღნიშნული პირები პატიმრობის გირაოთი შეცლის შემთხვევაში ვეღარ მოახდენენ ზეგავლენას სხვა მოწმეებზე და ისინიც უნდა გათავისუფლდნენ 2-2-ათას ლარიანი გირაოთი.
იგივე შუამდგომლობა დააყენეს ზაზა ბეთლემიძისა და მალხაზ კაკაშვილის ადვოკატებმაც.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს "ჯეოსელის" საქმეზე ბრალი მოუხსნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია