დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კულმუხო
2012/04/30 14:21:32

ასტრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე. ყვავის ივლისიდან სექტემბრამდე, ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. უფრო ხშირად ნესტიან ადგილებში გვხვდება. კულმუხოს ფესურა და ფესვები 45%-მდე ინულინს შეიცავს, გარდა ამისა მოეპოვება ფსევდოინულინი, ინულენინი, 3%-მდე ეთერზეთი, საპონინები და ალკალოიდები.

მედიცინაში კულმუხოს ფესურა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ნაირგვარი დაავადებების დროს. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო თვისების და ნაწლავების გაზრდილი მოტორულ-სეკრეტორული ფუნქციების შემცირების უნარის გამო, ისინი ეფექტურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობისას.

ეთერზეთს გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ჭიის საწინააღმდეგო თვისებები.

დასალევად ფესურისაგან მონახარში მზადდება (20გ ერთ ჭიქა წყალზე), რომელსაც თითო სუფრის კოვზს სვამენ დღეში 3-4 ჯერ. ამზადებენ აგრეთვე ექსტრატს, ნაყენსა და სპეციალურ პრეპარატ ანულენს. (იღებენ 30-40 წვეთს დღეში 3-4 ჯერ ხველების საწინააღმდეგოდ, ამოსახველებელ საშუალებად.)

ხალხურ მედიცინაში კულმუხოს ფესურას იყენებენ კუჭ-ნაწლვის, ცისტიტის, მალარიის, ძვლის ტუბერკულიოზის, რევმატიზმის, შაქრიანი დიაბეტის, სიყვითლის, სასუნთქი გზების კატარის სამკურნალოდ, ჭრილობების შემახორცებელ საშუალებად, აგრეთვე კანის დაავადებების დროს (განსკუთრებით მუნის წინააღმდეგ).

1. კუჭის დაავადებისას სვამენ დღეში სამჯერ ნახევარ-ნახევარ ჭიქა წყლით გამონაწვლილს (30გ კულმუხოს ფესურა 1 ლიტრ წყალზე, მთელი ღამე თბილ ღუმელში შენახვით)

2. ავადმყოფობაგადატანილ და დასუსტებულთა მოსამაგრებლად ფრიად პოპულარულია „კულმუხოს ღვინო“, დაახლოებით 50გ დღეში 2 ჯერ. 0,5ლ პორტვეინზე იღებენ 12გ კულმუხოს ნედლ ფესურას და 10 წუთს ადუღებენ.

3. კულმუხოს ასეთ გამონახარშს წითელ ღვინოზე ურჩევენ ნაწლავების კატარისა და კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს, იღებენ ყოველდღე 3 სირჩას (სულ დაახლოებით 150 გ). უკეთესია ჭამის შემდეგ.

ერთ მუჭა კულმუხოს ფესვებსა და ფესურებს 15 წუთს ხარშავენ 4-5 კოვზ ღორის უმარილო გადამდნარ ქონში, აცივებენ ქილაში და მას უსვამენ მუნიან კერებზე. გაცილებით კარგია, თუ ამ მალამოს შევურევთ 2 სუფრის კოვზ სუფთა არყის კუპრს და ამავე რაოდენობით გოგირდის ფხვნილს. ამ მალამოს ისვამენ რამდენიმე დღის განმავლობაში და ამის მერე კულმუხოს მაგარი გამონახარშით (50 გ 1 ლიტრ წყალზე) იბანენ. ამ მალამოთი რჩება დიდხანს უმკურნალოდ მიტოვებული მუნიც კი.

50 გ დაქუცმაცებულ ფესვებს ხარშავენ 100 გ წყალში 20 წუთის განმავლობაში, გაწურულ ასეთ გამონახარშს ურევენ 50გ ღორის სუფთა გადამდნარ ქონს.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია