დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
2017/10/27 22:19:55

დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად  მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა” განცხადება გაავრცელა. 

 

კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. 

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია