დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შვილებისგან უარყოფილი ლამარა ბებო
2012/04/02 15:17:42

ლამარა ბებო ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, კლინიკურ საავადმყოფოსთან ცხოვრობს. გვარის დასახელებისგან შეგნებულად შეიკავა თავი. ისედაც შერცხვენილი ვარ და არ მინდა, კიდევ უფრო დამცირებული გამოვჩნდეო. მართალია, მატერიალური პრობლემებიც აქვს, მაგრამ ჩვენთან სასაუბროდ სულ სხვა თემა აირჩია.

„ორ ოთახში ვცხოვრობ. დანარჩენი ჩემმა რძალმა და შვილმა დაისაკუთრეს. არც დენი მაქვს, არც გაზი. ვერ ვიტყ-ვი, რომ სახელმწიფო ყურადღებას არ მაქცევს. 30 ლარიან დახმარებას ვიღებ და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ. მაგრამ, ოჯახის წევრების წყალობით, ისე გაუსაძლისად და გაჭირვებით ვცხოვრობ, რომ მრცხვენია კიდეც ჩემი მდგომარეობის ასე გამოქვეყნება. ცოტა ხნის წინ ისე ცუდად ვიყავი, რომ ოთხი დღე წვეთოვანი მედგა. ჩემი ამბავი არც უკითხავთ ოჯახის წევრებს. არადა, თავის დროზე შვილებს ისე ვზრდიდი, რომ არაფერს ვაკლებდი. ადრე სახელიც კარგი მქონდა და სამსახურიც. ჩემნაირი სახლი გარშემო არავის ედგა. ახლა კი ყველაზე უკანასკნელად ვარ. კიდევ არ მინდა ყველაფრის თქმა, მრცხვენია, ხალხი რას იტყვის. ისევ ჩემს უმადურ შვილზე ვდარდობ, თორემ მე რაღას წარმოვადგენ აწი.

არც იმით ინტერესდებიან, მაქვს თუ არა საჭმელი. ძაღლს უფრო ჩააგდებს ადამიანი რამედ, მე მაგათთვის საერთოდ არ ვარსებობ. ოჯახის პრობლემები ასე საჯაროდ არ უნდა მოყვე ადამიანმა, მაგრამ ისე გამამწარეს და გამაუბედურეს, რომ სიკვდილი მირჩევნია ასეთ სიცოცხლეს. ხმას ვერ ვიღებ, ვარ ჩემთვის, საცოდავად. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, არც მაგათ აპატიებს, რასაც მიკეთებენ. ერთი მითხარი, ვის რას ვუშავებ ეს მოხუცი ქალი. მეუღლე გარდაცვლილი მყავს. კიდევ კაი, რომ ვერ მოესწრო  ამ საშინელებას. ჩემი შვილი ძალიან თავმომწონეა, მაგრამ ამავე დროს ძალიან თავმოჭრილიც. დედის ასე მიტოვება შეიძლება? გთხოვთ, ჩემი გვარი არ ჩაწეროთ, დანარჩენი კი ზუსტად ისე დაწერეთ, როგორც გითხარით. არა მგონია, ჩემსავით თუ ყავს ვინმეს დედა გარეთ გაგდებული.“

კიდევ ბევრ რამეს მოვყვებოდი, რძლის შიში რომ არ მქონდესო - გვითხრა ხელჯოხიანმა ხანდაზმულმა, რომელსაც ნახევრად გატეხილი სათვალე ეკეთა და ნაბიჯებს ძლივს ადგამდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია