დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს მერი აღარ ჰყავს
2013/04/12 16:14:28

ქუთაისის საკრებულოს 45-ე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ბესიკ ბრეგაძეს უნდობლობა გამოუცხადა. უმრევლესობის გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი „ნაციონალების“, მუნიციპალიტეტების წევრების და მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. „ვირთხები  და მოღალატეები“ – ასეთი შეფასება მისცეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, საკრებულოს დარჩენილმა „ნაციონალმა“ წევრებმა.

„არ  მომეცა საშუალება, დაძაბული სხდომის გამო განცხადება გამეკეთებინა. პირველ რიგში, მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და დღესაც აგრძელებს თავის საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოვლენ, პირველ რიგში, ქალაქზე იზრუნებენ. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დაწყებული პროექტი გაგრძელდება და დასრულებულ სახეს მიიღებს,“ – განაცხადა აწ უკვე ყოფილმა მერმა ბესიკ ბრეგაძემ.

საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრმა გია უკლებამ კი უმრავლესობის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და დასძინა, რომ ის არგუმენტები, რაც მერისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად წამოაყენეს, მათ შორის მერის მივლინების საკითხი, აბსურდულია. მანვე აღნიშნა, რომ თამაზ მარგველაშვილმა მერის დადაყენებით თავის გადაწყვეტილებას გამოუცხადა უნდობლობა, ვინაიდან ბესიკ ბრეგაძე მივლინებაში სწორდე მისი, საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის, გადაწყვეტილებით წავიდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია