დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მთელი ქალაქი ფალოსს ემსგავსება“
2012/04/02 15:12:19

ჟურნალისტის შეფასებამ საკრებულო შოკში ჩააგდო

ჟურნალისტმა, პუბლიცსტმა და ჯემალ ქარჩხაძის საზოგადოების ხელმძღვანელმა მედეა ჩოგოვაძე28 მარტს, საკრებულოს რიგით მე-20 სხდომაზე, საკმაოდ ხმაურიანი და ქუთაისისათვის ცოტათი უჩვეულო განცხადება გააკეთა.

ის იყო, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ხვადაგიანს სხდომა დახურულად უნდა გამოეცხადებინა, რომ ქალბატონი მედეა წამოდგა, მიკროფონი მოითხოვა და სიტყვის წარმოთქმა დაიწყო: „მე მრცხვენია, რომ ქუთაისელი ვარ. არა იმიტომ, რომ არ მიყვარს, ან უღირს ქალაქში ვცხოვრობ, არამედ იმიტომ, რომ ქუთაისში ბუნებას პატივს არ სცემენ. როგორ შეიძლება, გადაბელო ფიჭვები უბადრუკი პალმებივით და ტოტები მხოლოდ კენწეროში დაუტოვო?! ჭავჭავაძის გამზირზე გადაბელეს ჭადრები, რომლებიც ახლა ფალოსებს ჰგავს და, აქედან გამომდინარე, მთელი ქალაქი ფალოსს ემსგავსება. შეწყვიტეთ ბუნების გაჩეხვა. ის ისეთივე სულიერია, როგორც ჩვენ.“

როცა ბუნების გაჩეხვის შემდეგ ჟურნალისტი მესხიშვილის თეატრის რეაბილიტირებისა და ოპერის თეატრის შენობის არ მოწონების თემაზე გადავიდა, ამირან ხვადაგიანმა სიტყვის შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა ქალბატონი მედეა თავის მთავარ სათქმელს კვლავ დაუბრუნდა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, რამაზ კილაძის   განცხადების  წაკითხვა  დაიწყო: „ქალაქში ჭადრების გასხვლა მიმდინარეობს ყოველგვარი აგროტექნიკური ღონისძიებების უგულვებელყოფით. ეს სავალალოდ იმოქმედებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ისინი 10-15 წელიწადში დაიწყებენ ხმობას, რაც ყოველმხრივ დაუშვებელია. ეს ხმობა კი ამ გადაბელვით იქნება გამოწვეული,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მედეა ჩოგოვაძის გამოსვლას დამსწრეთაგან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ნაწილმა ქუთაისში გადაბელილი ხეების ფალოსისთვის შედარება ხუმრობად მიიღო, ნაწილმა - პროტესტის ნიშნად, სხდომაც კი დატოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია