დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ანა მესხის წიგნების პრეზენტაცია
2012/03/26 14:23:05

23 მარტს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორის ანა მესხის წიგნებისა - „ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი“ და „ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვო კულტუროლოგია“, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის უკვე ხელმისაწვდომია.

„წიგნები გათვლილია საზოგადოებაზე, უპირველეს ყოვლისა - მეცნიერებზე, ვგულისხმობ მეცნიერების რამდენიმე სფეროს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აქ არის ლინგვისტიკა ანუ ენათმეცნიერება, აქვეა ისტორია, არქეოლოგია და მითოლოგიაც, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთიმეორის გამოკვლევის გარეშე წარმოუდგენელია იმ რთული კოდირებული ინფორმაციის ამოვსება, რომელიც ჩვენს საგანძურში გვაქვს. ეს საგანძური არის ჩვენი ენა, კულტურა და ანბანი,“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბრისას ანა მესხმა.

პრეზენტაციას ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მაღალი შეფასება მისცეს ანა მესხის წიგნებს და ავტორს გულთბილად მიულოცეს წარმატება.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია