დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თბილი ქალაქის ცივი ზამთარი
2012/02/13 12:05:05

ქუთაისმა უჩვეულო ყინვა თეთრად „ჩაიცვა“. გასულ კვირას სამაისო ქალაქი ზეცამ თოვლის ფიფქებით უხვად „დაასაჩუქრა“ და მზიანი დღეები სიცივით შეგვიცვალა. თუმცა თბილ გულს ხომ ყინვა ვერაფერს დააკლებს: სიხარულით გაჰყურებდნენ ფიფქების ვარდნას არა მარტო პატარები, კარგად შეფუთული უფროსებიც. ლამაზმა თოვლმა ახალგაზრდობა ძალიან გაახარა და არა ერთ უბანს გუნდაობით გამოწველი ჟრიამული აცოცხლებდა. დიდი ხანია ასეთი სიცივე და მშრალი თოვლი მოსახლეობას არ უნახავს, ვინაიდან, აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენს ქალაქში მშრალი თოვლი ნამდვილად „ფუფუნებაა“. ამიტომაც იყო გასული კვირა უჩვეულო. თეთრად შემოსილი ბაგრატის ტაძარი, თეთრი ხიდი, ძველი ქუთაისის უბნები, მეფეთუბანი კიდევ უფრო საინტერესო, საოცარ პეიზაჟებს ქმნიდა.

 

მალე ისევ გამოიდარებს, თეთრად შეფუთულ ქალაქს მზის სხივები გაათბობს, თუმცა ქუთაისი ხომ დიდ ზამთარშიც უსაზღვროდ მშვენიერი და თბილია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია