დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოქალაქე მუდმივად არ უნდა იყოს არეულობის, რევოლუციის და ომების მოლოდინში, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და შეგვწევს უნარი და ძალა, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა (R)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/05 23:52:28

32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა რეგიონის განსავითარებლად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების  მოწესრიგება, წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაქართული ოცნებისამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწყებულია ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას.

 

პროგრამა 63-ვე  მუნიციპალიტეტში ახლა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის პირველი ფაზა, ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება. წელს 500 მილიონი დაიხარჯება და რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პროგრამას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და ადამიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქესბიზნესმენი იქნება ეს, ფერმერი თუ უბრალოდ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი, სჭირდება სტაბილურობის განცდა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ცხოვრება საქართველოში და არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქე მუდმივად  არეულობისრევოლუციის  და ომების მოლოდინში. ამ სიტყვას მე შეგნებულად ვიმეორებ, იმიტომ, რომ ჩვენ - ჩვენმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, გამოსცადა ძალიან მძიმე  განსაცდელი ომების სახით, დაწყებული  მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო სამოქალაქო ომიც, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი - სამაჩაბლო და ახლა, სულ რაღაც 13 წლის წინ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით ამ დიდი ტრაგედიის და უბედურების თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და შეახსენებს ყველას და ნათელია ყველაფერი, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა ამ ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამთავისი ხელწერით, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და  ძალა, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მის დაცვაზე. მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება - აი ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ ჩვენ 2 ოქტომბერს  ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია