დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
30-ლარიანი ვაუჩერის ნაცვლად 4-პუნქტიანი პროგრამა
2011/12/14 13:50:27

„ახალი მემარჯვენეების“ ოფისში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სოფლის მოსახლეობისათვის 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას აპირებს. ახალი მემარჯვენეების განცხადებით, 30 ლარი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც სოფლის მოსახლეობას გააჩნია საგაზაფხულო სამუშაოებიდან დაწყებული სადაზღვევო პაკეტით დამთავრებული. ამის სანაცვლოდ, ახალმა მემარჯვენეებმა შეიმუშავეს ოთხპუნქტიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიძლება საერთო თანხა უფრო ხარისხიანად იყოს გამოყენებული.

„საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას ამ პრობლემის ჩვენეულ ხედვას ვთავაზობთ, რომელიც ითვალისწინებს, პირველყოვლისა, სოფლის მეურნეობისათვის განკუთვნილი დიზელის საწვავის განთავისუფლებას დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადისაგან; 50% – შხამქიმიკატების თანადაფინანსებას; სადაზღვეო პაკეტის ასევე 50%-იან თანადაფინანსებას, იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობას მოსახლეობისათვის – ეს ყველაფერი ნაცვლად იმ პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებს 30-ლარიან ვაუჩერს სოფლის მოსახლეობისათვის,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა გოგა ასათიანმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია