დღეს პოლიტიკური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც პარტიის წევრებმა მმართველ გუნდს ექვს-პუნქტიანი რეკომენდაცია მისცეს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე. მათი განცხადებით, აუცილებელია უფასო მგზავრობით ისერგებლონ სტუდენტურმა ოჯახებმაც, ადგილობრივი თვითმმართველობის სამედიცინი დახმარების პროგრამაში თვითმმართველობის თანამონაწილეობის მაქსიმალური თანხა 700 ლარიდან 1000-მდე განისაზღვროს, ერთჯერადი დახმარება 200 ლარიდან 300-მდე გაიზარდოს, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების თანადაფინანსება გაიზარდოს 40 %-ით და ბოლოს – სამედიცინო პროგრამებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობა 50% დან 75%-მდე განისაზღვროს.
ქრისტიან-დემოკრატები იმედოვნებენ, აღნიშნულ რეკომენდაციას ადგილობრივი თვითმმართველობა გაითვალისწინებს 2012 წლის ბიუჯეტში.