დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჰო თუ არა ივანიშვილის ქველმოქმედებას?
2011/11/15 11:57:46

უარი ივანიშვილის ქველმოქმედებას

 

ნანა ალექსანდრია _ ცნობილი მოჭადრაკე და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას დედა, ერთ-ერთია იმ ასეულობით ადამიანს შორის, რომელიც ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად სოლიდურ თანახს იღებდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის დედა ერთ-ერთი პირველია, რომელიც დახმარებაზე უარს ამბობს.

ფონდ "ქართუ"-ს თანხაზე შესაძლოა უარი თქვას ფრიდონ თოდუამაც, აკადემიკოსს და პარლამენტარს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ქველმოქმედებაზე უარი არ უთქვამს რუსთაველის თეატრის მმართველს, მისი თქმით, უარი იქნება მაშინ, თუ მას თანხის გამო პოლიტიკური არჩევანის წინაშე დააყენებენ.

საქველმოქმედო სიის საჯაროობა დისკომფორტს არ უქმნის ქეთი დოლიძეს. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებას, წლებია, იღებს და ამის არ ცხვენია.

ქეთი დოლიძისგან განსხვავებით, პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სიას უზრდელობა უკვე უწოდა ბუბა კიკაბიძემ.

ბანკი, რომლის მეპატრონეც ქველმოქმედებას გასცემს, ახლა ზარალს ითვლის, მმართველი ამბობს, რომ უსამართლო პოლიტიკის გამო მათ 45 000 000 ლარი დაკარგეს.

ინდივიდუალურ ფაქტებზე არ საუბრობს  "ქართუს" ხელმძღვანელი. თუმცა, მედიის ცნობით, რამდენიმე ცნობილმა სახემ  "ქართუ ბანკიდან" ანაბარი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღესვე გაიტანა.

(მომზადებულია palitratv.ge-ს მასალებზე დაყრდნობით)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია