დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტური მოდების ჩვენება
2010/12/13 14:19:53

10 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. მისი ორგანიზატორი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის დეპარტამენტი იყო.

 

ჩვენებაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს კოსტიუმის დიზაინის სპეციალობის II, III და IV კურსელმა სტუდენტებმა.

ჩვენების წინ, გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ, რადგან ეს სტუდენტური ჩვენება იყო, გადაწყდა, არ ყოფილიყო განსაზღვრული ერთი მიმართულება, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ავტორებს და სტუდენტური შემოქმედებისთვის მეტი თავისუფლება მიენიჭებინათ.

საზოგადოების შეფასებით, სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩეოდა მოდური ტენდენციების, მასალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის თავისებურებათა მრავალფეროვნებით. საინტერესოდ იყო გამოყენებული ბეწვის ფაქტურა, რომელიც ფიგურირებდა არა მხოლოდ ორიგინალური კაშნეების, არამედ კაბებისა და ფეხსაცმელების დეკორატიული დეტალის სახითაც. მასალების მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით გამოირჩეოდა აქსესუარები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თექას.

სტუდენტებს მოდელების შექმნაში კონსულტაციას უწევდნენ მათი პედაგოგები, პროფესიონალი დიზაინერები: ლალი ხვადაგიანი, ხათუნა დარსაველიძე, ეკა მუშკუდიანი და ეკა მელაძე.

ასეთი სტუდენტური ჩვენება უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტისთვის.

 

თამთა თურმანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1403
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია