დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეს ჩვენი ქალაქია
ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობის შესახებ კამათმა საკრებულოში გადაინაცვლა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/26 02:56:58

ქუთაისში მაკდონალდსის  მშენებლობის შესახებ  კამათმა საკრებულოში გადაინაცვლა. საკრებულოს 29-ე სხდომაზე ეს საკითხი დეპუტატმა ნატო ქათამაძემ დასვა.

 

სხდომას ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფ „ქუთაისის მომავლისათვის“ წევრები და რამდენიმე პროფესიონალი არქიტექტორი. ნატო ქათამაძემ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ მაკდონალდსის მშენებლობის წინააღმდეგი ზოგადად არავინაა, თუ ის შესაბამის ადგილზე აშენდება.

 

მას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ  ასეთი სხარტი პასუხი გასცა: “თავიდანვე, როდესაც დაისვა მაკდონალდსის მშენებლობის საკითხი, ჩვენ ფირმის წარმომადგენლებს შევთავაზეთ ყველა შესაძლო ალტერნატიული ფართი. ისინიც ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, ამიტომ ჯერ მაკდონალდსის სათაო ოფისთან, შემდგომ კი ეკონომიკის სამინისტროსთან ათანხმებენ, თუ რა და სად ააშენონ. საბოლოოდ ეს ადგილი შეირჩა.“


მერის ამ კომენტარს გამოეხმაურა ქუთაისის ყოფილი მერი, არქიტექტორი დავით მელქაძე, რომელსაც მაკდონალდსის  სათაო ოფისთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან მისი დაპროექტებულია მაკდონალდსის 6 ობიექტი - 1კიევში, 4 პეტერბურგში, 1 ვიბორკში.

 

„ მე ვიცი, რას ნიშნავს მათთან ურთიერთობა,  ისინი არიან უაღრესად კომპეტენტურები, მკაცრები და პუნქტუალურები,  თუ პროექტი იყო 100 გვერდიანი,  გარემოს დაცვითი პირობები იყო 1000 გვერდიანი, რაც აქ არ ჩანს. მე პირველდ მოვისმინე ის, რაც ახლა ბატონმა შოთამ ისაუბრა.ეს ტერიტორია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ყველაფერი აშენდეს, თუ მაკდონალდსის ობიექტი განთავსდა, იქ სხვა ვერაფერი აშენდება.  ასეთი ტიპის ობიექტის ასეთ გეოგრაფიულ არეალში აშენება დანაშაულია და ამის იურდიული დასაბუთებაც შესაძლებელია. მე რომ ვაპოექტებდე ამ მაკდონალდსის შენობას, ვურჩევდი ნიკეას უბანზე აშენებას, იქ გაცილებით მეტი კლიენტურა ეყოლება. ამ ტერიტორიას კი, ქალაქის ცენტრს მოუხდება მაღალი კლასის სასტუმრო, რომელშიც იქნება მაღალი დონის კვების ობიექტი“.


მომეცით უფლება, დანიშნეთ ერთი საკრებულოს სხდომა, მე მოვალ ჩემი პლანშეტებით და მე გაჩვენებთ, რა მასალა გაააჩნია ქუთაისს. მისი ფუნქციონალური ზონირებით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემით და ა,შ. ეს დევს უკვე 5 წელია, ვიღაცა შეიძლება ამას ვერ კითხულობს და აჩვენეთ რა ეს მასალა იმ გერმანელ არქიტექტორს.“ - განაცხადა ქუთაისელმა არქიტექტორმა დავით  მელქაძემ, რომელსაც სხვათაშორის მრავალი წარმატებული პროექტი გაუკეთებია უცხოეთში. ცვენტან ხომ "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს"...


 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ჯერარდამტკიცებული მაგდოლადსის პროექტის ფონზე მიწის სამუშაოები ისევ გრძელდება... თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ქუთაისელთა სამოქალაქო აქტივიზმის წყალობით შესაძლებელი გახდეს, რომ მაკდონალდსის ახალი პროექტის ბანერმა მისთვის უფრო შესაფერის სხვა ადგილას გადაინაცვლოს.


მოვლენების განვითარება თანდათან აქტიურ ფაზაში გადავა, რადგანაც ეს ფიზიკის მარტივი კანონია - "ქმედება იწვევს უკუქმედებას".

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია