დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გა­მო­ფე­ნა ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი მე­გობრობის ფე­რებით
2011/10/24 12:28:23

და­ვით კა­კაბაძის სახელობის ქუ­თა­ი­სის სახვი­თი ხელოვ­ნების გა­ლე­რე­ა­ში 21 ოქ­ტომბერს იტა­ლი­ის გა­ერ­თი­ა­ნების 150 წლის იუბილე­სად­მი მიძ­ღვნი­ლი გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს ორ­გა­ნი­ზებით ჩა­ტარ­და - იტა­ლი­უ­რი ენის მე-11 სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებში. 

 

გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იყო 100-მდე ექ­სპო­ნა­ტი, რაც მო­ი­ცავ­და ცნობილი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრების სას­ცე­ნო ეს­კი­ზებს, კოს­ტი­უ­მებს, იტა­ლი­უ­რი სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვებისა და მსახიობების პორ­ტრე­ტებს, ძვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფების მი­ერ გა­და­ღებულ უნი­კა­ლურ სუ­რა­თებს, იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რების მი­ერ შეს­რუ­ლებულ ნაშ­რო­მებს. ხელოვ­ნების ნი­მუ­შები ძი­რი­თა­დად შეს­რუ­ლებული იყო მუყაო­სა და ქა­ღალ­დზე, წარ­მო­ად­გი­ნეს აპ­ლი­კა­ცი­აც. დამ­თვა­ლი­ე­რებელ­ზე გან­სა­კუთ­რებული შთაბეჭ­დი­ლება და­ტო­ვა კო­ტე მარჯანიშ­ვი­ლის პი­რად ბიბლი­ო­თე­კა­ში და­ცულ­მა მა­სა­ლებმა.

გა­მო­ფე­ნა სტუმ­რებთან ერ­თად ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დოებრიობის წარ­მო­მად­გენ­ლებმა და ქა­ლა­ქის ხელი­სუფ­ლებამ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, სა­ერ­თო შთაბეჭ­დი­ლება და­დებითი იყო.

ევა ხუტუ­ნაშ­ვი­ლი, რეს­პუბლი­კის დამ­სახურებული არ­ტის­ტი, აკა­კი წე­რეთ­ლის და ნუ­ცა ჩხეი­ძის პრე­მიების ლა­უ­რე­ა­ტი: „კმაყოფი­ლი ვარ ამ გა­მო­ფე­ნით. ეს ორი ქვეყნის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თობის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია. ყვე­ლას ვურ­ჩევ ნახოს, გან­სა­კუთ­რებით - კო­ლე­გებს. ოპე­რი­სა და მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რების წარ­მო­მად­გენ­ლებმა უნ­და იცოდ­ნენ, რა ის­ტო­რი­ას შე­ი­ცავს ჩვე­ნი კულ­ტუ­რა. გუ­ლი მწყდება, რომ ამ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­სუ­ლის ამ­სახვე­ლი მა­სა­ლაც.“

ლე­ვან ბეგიშ­ვი­ლი, „კა­რი­ტა­სის“ ბავ­შვთა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „გა­მო­ფე­ნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩე­მი ყურად­ღება გან­სა­კუთ­რებით მი­იპყრო იტა­ლი­ი­ის სა­ო­პე­რო და­სის ძველ­მა აფი­შამ თბილი­სის ოპე­რის შე­ნობაში.“

ვახტანგ ნებიე­რი­ძე, მუ­სი­კო­სი: „დღე­ვან­დე­ლი გა­მო­ფე­ნა მეტყვე­ლებს ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რის უწყვეტ ურ­თი­ერ­თობაზე, მე­გობრობაზე, რაც აუ­ცი­ლებლად უნ­და იცო­დეს ჩვენ­მა სა­ზო­გა­დოებამ.“

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ქუ­თა­ი­სის სახელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი: „ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნა. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლამ ნახოს და იცო­დეს ქარ­თვე­ლი და იტა­ლი­ე­ლი ხალხების კულ­ტუ­რუ­ლი მე­გობრობის შე­სახებ. ჩვენს მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე ექ­სპო­ნა­ტებიც ხომ ამას ადას­ტუ­რებს.“

იტა­ლი­ის ელ­ჩმა, ქალბატონ­მა ფე­დე­რი­კა ფა­ვიმ მას­პინ­ძლობისათ­ვის მად­ლობა გა­დაუხადა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, კი­ნო­სა და თე­ატ­რის მუ­ზე­უმს და მის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას, ასე­ვე ქუ­თა­ი­სის ხელი­სუფ­ლებას და და­ვით კა­კაბაძის გა­ლე­რე­ას. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­მო­ფე­ნა უთუ­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს ქარ­თვე­ლი და იტა­ლი­ე­ლი ხალხების მე­გობრობის ის­ტო­რი­ა­ში.

გა­მო­ფე­ნა 10 დღეს გაგ­რძელ­დება.

 

სა­ლო­მე კოხრე­ი­ძე, მალ­ვი­ნა ზა­რან­დია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია