დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთს ტურისტები მოუმრავლდა
2011/10/10 12:25:29

როგორი მდგომარეობაა დღეს ქვე-ყნისათვის მეტად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროს - ტურიზის განვითარებისათვის ქუთაისში და ზოგადად იმერეთში, როგორ გამოირჩეოდა ამ მხრივ წლევანდელი ზაფხული, ამის შესახებ სამსახურის მთავარი სპეციალისტი კოტე ჭარხალაშვილი გვესაუბრა:

 

„წლების განმავლობაში ვმუშაობთ როგორც შიგა ბაზარზე, ასევე - გარეთ. ჩვენი ტურისტული პროექტი გავიტანეთ თბილისის, ბათუმის საერთაშორისო გამოფენაზე. გაგვაქვს ასევე ყველა სემინარსა და კონფერენციაზე, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება. ეს პროექტებია: ჟურნალები, ბროშურები, ვიდეოკლიპები და ა.შ. ვმუშაობთ გეგმურად.

გასული წლის ოქტომბერში ჩვენ ვიყავით პოზნანის საერთაშორისო გამოფენაზე, მიმდინარე წლის თებერვალში კი - თელავივში, მაისში ბერლინში ვიმყოფებოდით, გახლდით ვარშავაში, ლონდონში, თბილისში, ბათუმში. ჩვენი შედეგები ყველგან კარგია.

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, თუკი გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში რეგიონში 140 ათასმა კაცმა იმოგზაურა, ეს ციფრი წლის დასაწყისიდან უკვე კარგახნის გადალახულია. წარმოებული ზუსტი აღრიცხვის მიხედვით, მხოლოდ სათაფლიასა და პრომეთეს გამოქვაბულში, აგვისტოს ჩათვლით, 116 ათასი კაცი იმყოფებოდა. ასე რომ, ეს ციფრი წყალტუბოს, საირმეს, სულორის, ნუნისის კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობის დამატებით 150 ათასამდე გაიზარდა. ოქტომბერ-ნოემბრის აქტიური ფაზაც წინაა, როდესაც ტურისტების სიუხვით სერიოზული წინსვლა გვექნება. რა თქმა უნდა, დიდი როლი სათაფლიას ნაკრძალის რეკონსტრუქციამ ითამაშა, სოფელ ყუმისთავში პრომეთეს გამოქვაბულის შემატებამაც, კომუნიკაციებმა, გზების მოწესრიგებამ. ქუთაისში ახალი სასტუმროები გაიხსნა: „ბაგრატი-1003“, „ედემი“, „ძველი ქალაქი“, მათი დატვირთვის საერთო მაჩვენებელი 55%-ს აჭარბებს. მათ საოჯახო სასტუმროებიც ემატებათ.

ხალხი ტურისტული მიზნებისაკენ უკვე სერიოზულად იხედება. ძალიან ბევრი მოდის ჩემთან კონსულტაციისათვის. თუ ადრე ქუთაისში საერთოდ არ გვყავდა ტუროპერატორი, ამჟამად ასეთი 16 სამსახურია შექმნილი და მათთან ჩვენს სამსახურს აქტიური ურთიერთობა აქვს. ძირითადი ფლაგმანი მაინც ქუთაისია, მაგრამ ტურაგენტები წყალტუბოში, ბაღდათსა და იმერეთის სხვა რაიონებშიც აქტიურად მუშაობენ, რაც უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია რეგიონული ტურიზმის სფეროში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მენეჯმენტის სწორად წარმართვაა, რასაც ტურიზმის მენეჯმენტი ჰქვია.“

...პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის მერიის  ტურიზმის  სამსახურმა    დაიწყო  რეგიონის  რაიონებში  გასვლა იქ ინვენტარიზაციის სამუშაოების შესასრულებლად.

ახლახან ქუთაისში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა და იქ მომუშავე 3 ადამიანი უკვე 300 კაცს ასაქმებს.

ბატონმა კოტე ჭარხალაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში ჩამოსულ 150 ათასი სტუმართაგან 30-35% უცხოელია. მათი სტუმრობით მიღებული შემოსავალი წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით 276204 ლარია და ეს ციფრი 2 წლის შემოსავალს აჭარბებს. პრომეთეს მღვიმეში მისული 47426 კაცი - ესეც ხომ სერიოზული ციფრია. ბორჯომ-ხარაგაულის პარკში 12611 კაცია ასული, თუკი საირმესა და წყალტუბოსაც გავითვალისწინებთ, მხოლოდ ამ ორ ობიექტზე 115742 კაცია მისული.

მომავალ წელს ქუთაისს, იმერეთის რეგიონს და ზოგადად საქართველოს ტურიზმის სფეროში სერიოზული შედეგები ექნება. სამომავლოდ კიდევ არაერთი სერიოზული სამუშაოა დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაც სოლიდურ შემოსავალს შემოიტანს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში. ყოველივე კი ხალხის კეთილდღეობაზე აისახება.

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია