საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები გამოაქვეყნა
2016/11/06 18:22:04

საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით პარტიამ  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უკვე მიიღო გადაწყვეტილებები.  პარტიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები: 


- პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე 


- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი

 
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი 


- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური 


- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე

- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე 


- ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი სამხარაძე

- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი 


- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე 


- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი 


- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე

 
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი 


- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი 


- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე


- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი


- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი

 


- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი


- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე


- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია 


- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე 



ამასთან, როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია