დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის ელჩი ქუთაისს სტუმრობდა
2011/04/01 19:51:46

პირველ აპრილს უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო ქუთაისს სტუმრობდა, სადაც აღინიშნებოდა ასევე უკრაინელი მწერლის ლესია უკრაინკას 140 წლის იუბილე. უკრაინის ელჩი შეხვდა ქალაქის მერსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და საუბარი შედგა საქართველო უკრაინის წარსულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე.

"ნებისმიერი ქართველისთვის, ძალიან ნათელია, უკრაინის რაობა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის უკრაინა არის პრიორიტეტული და მნიშვენლოვანი სტრატეგიული პარტნიორი. დღეს დიდი პატივი აქვს ჩვენს ქალაქში, რომ აქ იმყოფება უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი. დღევანდელი შეხვედრა უშუალოდ იმართება ლესია უკრაინკას დღეების ეგიდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი დონის მწერალი, სწორედ ჩვენს ქალაქში მოღვაწეობდა წლების განმავლობაში".-განაცხადა ჩვენთან საბარში შეხვედრასთან დაკავშრებით ქალაქის მერმა გიორგი თვედორაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა. ასევე მნიშვენელოვანია  და აღასანიშნავი რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს აკავშირებს დიდხნიანი ურთიერთიბა და მეგობრობა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც, სხვადასხვა კუთხით. ასევე დიდი მადლობა ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის ქალაქის საკრებულოსა და რეგიონალურ ხელისუფლებას, რადგანაც ლესია უკრაინკა უკრაინელი ხალხისთვის დიდი მწერალია და მან წარუშლელი კვალი დატოვა დღევანდელ უკრაინულ ლიტერატურაზე. როგორც ცნობილია თავისი ცხოვრების ბოლო ათი წელი მან საქართველოში იცხოვრა და აქედან 8 წელი ქუთაისში გაატარა და სწორედ აქ დაწერა თავისი ცნობილი ნაწარმოებები.“ - განაცხადა უკარაინის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ. 

ამავე შეხვედრის ფარგლებში გვირგვინით შეამკეს ლესია უკრაინკას ძეგლი, ხოლო მოგვიანებით დავთ კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა ფოტო ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ლესია უკრაინკა საქართველოში“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია