ქუთაისში 37-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც"ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძიემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს უშლიდნე.მისი თქმით, როცა ის ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კიკვაძის განცხადებით, დაახლოებით 30 ადამიანი ცემდა და სახეზე დაზიანება მიიღო. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, პროვოკაცია თავად "ლეიბორისტებმა" მოაწყვეს.