დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ტექნოლოგიები ქუთაისის ქარხანაში
2011/03/23 15:19:14

ქუთაისის ქართულ-ინდურ მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ტექნოლოგია გამოსცადეს. დამონტაჟდა ახალი თერმული ხაზი, რომელიც სწრაფ კრისტალიზაციას იწვევს, რაც პროდუქციის სიმტკიცეს და ხარისხს აამაღლებს. არმატურა, რომელსაც ამ მეტალურგიულ ქარხანაში დაამზადებენ, ხარისხით  ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები იქნება. ქართულ-ინდური საწარმო 2011 წელს გაიხსნა. აქ 400 ადამიანია დასაქმებული, საშუალო ხელფასი 600 ლარია. ქარხნის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ, რაკი მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო არმატურებზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენს ქვაყანაში დამზადებული პროდუქციის ექსპორტს გაზრდიან. პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში, ლაშა მაქაცარიამ ტექნიკა დამონტაჟების შემდეგ დაათვალიერა.

„ეს ქარხანა არის ერთ-ერთი სახე, თუ როგორ შეიძლება ადგილზე წარმოება განვითარდეს. დამონტაჟდა თერმული დანადგარი, რომელიც ექსპორტზე გაიტანს ჩვენს პროდუქცია, როგორც პოსტ-საბჭოთა, ასევე ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა მან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია